ახალი ამბები
ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა ქალი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში 51-წლის ლალი ხაჩირაშვილი დღეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ნაკვეთთან დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უკვე აცნობეს.

ლალი ხაჩირაშვილის სახლი მავთულხლართების სიახლოვეს მდებარეობს. მავთულის ღობე უშუალოდ მის ნაკვეთზე გადის.

აღნიშნულ მონაკვეთზე პატრულირებას რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ. სოფელში აცნობეს, რომ ლალი ხაჩირაშვილი უკვე ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი.

ის ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს. ,,ლალი დღეს არ მუშაობდა. როგორც გავიგე, ნაკვეთში გავიდა სამუშაოდ, ძალიან ახლოსაა მისი სახლი ღობეებთან" - ამბობს თავშესაფრის ხელძღვანელი ლუდმილა სალია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები