ახალი ამბები
გორში კომუნისტები სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავენ
საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაბადების დღეს, კომუნისტური პარტიის მოძრაობის წევრები გორში აღნიშნავენ.

აქცია სახლ-მუზეუმის ეზოში დაიწყება და მთავარ მოედანზე გაგრძელდება. ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი და მისი პარტიის წევრები ქალაქში ძეგლის დაბრუნებას კვლავაც მოითხოვენ.

სტალინის ძეგლი 2010 წლის ივნისში აიღეს. იმ პერიოდში მიღებული, საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ძეგლი ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადატანილიყო.

იოსებე ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება ბოლშევიკური საბჭოთა კავშირის კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, მასობრივი რეპრესიები და 1941-45 წლებში მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

2015 წლის ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები