ახალი ამბები
გორის სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობის გამო ორი მოქალაქე დააჯარიმეს
გორის სამხედრო კომისარიატმა ორ მოქალაქეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 197-ე პრიმა მუხლის მიხედვით, ოქმი შეუდგინა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სასამართლოში განუცხადეს. ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მუხლით შედგენილ ოქმებს მოსამართლე განიხილავს.

197-ე პრიმა მუხლი შემდეგი სახით ფორმულირდება:

მუხლი 1971. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა

1. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები