ახალი ამბები
სტალინის სახლ-მუზეუმთან მიტინგისთვის ემზადებიან
გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

საბჭოთა ბელადის, იოსებ ჯუღაშვილის დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით, პირველი საათიდან მიტინგი გაიმართება.

ორგანიზაციის ლიდერები სტალინის ძეგლის დადგმას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოსთხოვენ.

იოსებ სტალინი გორში 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და საბჭოთა კავშირს 29-წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.








Print

სტატიის გამოყენების პირობები