ახალგაზრდა მამაკაცი დღეს კასპში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტი და გარემოებები,
სწორედ, ამ მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს
იძლევა. გარდაცვლილი,
30-წლამდე ასაკის მამაკაცი ახლობლის ბინაში ნახეს.
ის ოთხი დღის წინ გაუჩინარდა და ნათესავები ეძებდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები