ახალი ამბები
კავკასიონზე ელექტროსადენების დაზიანების გამო ცხინვალს მეორე დღეა დენი არ მიეწოდება
უკვე მეორე დღეა ცხინვალს ელეტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ოსური სააგენტოების ცნობით, კავკასიონზე ძლიერი თოვლისა და ქარის გამო, რუსეთიდან მიმავალი ხაზები დაზიანდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაზიანების მთავარი კერა ჯერ არ აღმოუჩენიათ.

,,დაზუსტებულია, რომ ხაზი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაზიანდა, თუმცა სპეციალისტები აგრძელებენ დაზიანებული კერების აღმოჩენას," - აღნიშნავენ ოფიციალური უწყებები. კომპანია ,,ენერგორესურსის" დირექტორის ანატოლი გაბარაევის განცხადებით, სხვა დანარჩენ 3 ადგილას მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს ელექტროენერგია რუსეთიდან 110 კვტ ხაზით მიეწოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები