ახალი ამბები
ხიდისთავში სახლებში ნიაღვართან ერთად ფეკალური მასაც შევიდა
გორის მუნციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, წუხელ, ნიაღვარი სახლებში შევიდა. ამის გამო, ადგილობრივ მცხოვრებლებს სამაშველო სამსახურის გამოძახება დაჭირდათ.

მარინა ხიზანიშვილის თქმით, ფაქტს უდენობაც დაემატა. დაზიანდა ტრანსფორმატორი.

დასახლება, სადაც ნიაღვარი სახლებში შევიდა, სოფლის შესასვლელში მდებარეობს გორთან ახლოს. 15-მდე სახლი მთავარი მაგისტრალის ქვემოთაა. სოფლის არხებიდან მიმავალი წყალი, ფეკალური მასებით, მთლიანად ამ დასახლებაში ჩადის.



ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულში, სოფლის ცენტრალურ ნაწილში სანიაღვრე არხები გააკეთეს, რომელშიც ატენიდან ჩამავალი წყალი ჩაედინა.

,,ეს ნიაღვარი იქაურ მცხოვრებლებს აარიდეს, მაგრამ ეხლა მთლიანად ჩვენსკენ მოდის. ადრე თუ ყველგან ნაწილდებოდა ეს წყალი, ახლა მთლიანად აქ მოდის." - აცხადებენ ადგილობრივები.

პრობლემას საკანალიზაციო არხებიდან გამდინარე ფეკალური მასებიც ქმნის, რომელიც გზის გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან არხებში ჩადის. არხიდან კი, გზის ქვემოთ არსებულ სახლებში ჩადის. წუხელ ნიაღვართან ერთად სახლებში ფეკალური მასაც შევიდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები