ახალი ამბები
სტალინის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილის შეკეთება დაიწყეს
დღეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გორში სტალინის გამზირზე დაზიანებული მილის შეკეთება დაიწყეს. ამ მიზნით, 31-ე კორპუსში და მის მიმდებარე ბინებში წყლის მიწოდება შეწყდა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საავარიო სიტუაციის აღმოფხვრა დროულად მოხდება.

ცენტრალური მილი სამი დღის წინ დაზიანდა. შაბათ-კვირას ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. სამუშაოების დაგვიანების მიზეზად ცუდ ამინდს ასახელებენ.

თავდაპირველად, ჭიდან წყალს ამოტუმბავენ, შემდეგ კი, ლოკალურად მილს გამოცვლიან.





Print

სტატიის გამოყენების პირობები