ახალი ამბები
23 წლის გოგონას მეოთხე პატიმრობა - 4 წელი ამჯერად ღვინისა და მაჯის საათის ქურდობისთვის

 

ბრალდებულმა ბ-შვილმა ხიდისთავში მცხოვრებ ზურაბ ტლაშაძის საცხოვრებელი ბინიდან მოიპარა ღვინო და მაჯის საათი. როგორც პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ამბობს, მოპარული ნივთები არ შეადგენს მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხის ზარალს.

 

ბრალდებულმა  სასამართლო პროცესზე ჩადენილი დანაშაული აღიარა.  პროკურატურა მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის და მე 3 ნაწილის თანახმად სდებს. (ბინაში უკანონო შეღწევის, ჩადენილი ჯგუფის მიერ, არაერთგზის...)

 

პროკურორის თქმით ხატია ბ-შვილი წარსულში 3-ჯერაა ნასამართლევი. 2 ჯერ თაღლითობისთვის, ხოლო მესამედ ციხეში მოწყობილი ბუნტისათვის. დღევანდელი სასამართლო ისე დასრულდა, რომ ხატია ბ-შვილს ადვოკატი არ ყოლია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები