ახალი ამბები
252 დევნილ სტუდენტს სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს
სტუდენტებს, რომლებიც 2017 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდნენ, სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია (დიმიტრი სანაკოევი) ავრცელებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ბრძანებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსებას იღებს ის სტუდენტი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწავლობდა; ან რომელიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ერთი წლის განმავლობაში ამავე ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლაში სწავლობდა.

სიაში 252 სტუდენტია აღნიშნული.

იხ. სია
Print

სტატიის გამოყენების პირობები