ახალი ამბები
დაზიანებული ელექტროსადენების შესაკეთებელად ცხინვალი დახმარებას რუსეთს სთხოვს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციას ვერტფრენები სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,ირ" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ერიკ ფუხაევმა დახმარება რუსეთის ხელისუფლებას გუშინ საღამოს სთხოვა. ფუხაევის განმარტებით, დაზიანების ახალი კერა, ჯავის რაიონში, ძომაღოს ხეობაში, მიუვალ ადგილზეა აღმოჩენილი.

დე-ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ რემონტი დღეს დასრულდება.

დიდთოვლობის გამო, ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია შაბათს 23 დეკემბერს შეუწყდა. დაიხურა საბავშვო ბაღები. ქალაქში სასმელი წყალი რეზერვუარიდან მღვრიე მიედინება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები