ახალი ამბები
მომღერლები, რომლებიც ახალი წლის ღამეს გორში იმღერებენ
საახალწლო სამზადისი გორის მერიამ თითქმის დაასრულა. კულტურის სამსახურის თანამშრომლები ღონისძიებების გრაფიკზე უკვე მუშაობენ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს,  31 დეკემბერს, მთავარ მოედანზე იმღერებენ:

მაკა სირბილაძე, გიორგი მოციქულაშვილი, თიკო ჭულუხაძე, თაკო ოქროპირიძე, ბესო ნემსაძე, მელანო ფისაძე, ხატია ხუციძე, ემზარ იორამაშვილი, თამარ მურადაშვილი, გიორგი ნადიბაიძე და ანსამბლი მაჩაბელა.

გარდა ამისა, მერია 28-29-30 დეკემბრის ღონისძიებებისთვისაც ემზადება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები