ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი საქართველოს ჩემპპიონი ახალ წონაში გახდა
ლადო ხინჩეგაშვილი ახალ წონაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე შორის პირველი ადგილი მან 65 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ლადო ხინჩეგაშვილმა ასპარეზობა უკვე შედარებით მძიმე წონაში სცადა, თანაც წარმატებით. მან ფინალში ყვარელელი მაგომედ საიდოვი 10:00 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატი "ოლიმპიური პარკის" ფრენბურთის არენაზე გაიმართა.

ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალ წონაში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ და ევროპის-ვიცე ჩემპიონმა, საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების ერთ-ერთმა დამრიგებელმა ვლადიმერ გეგეშიძე დააჯილდოვა.

წყარო: გაზეთი ლელო
Print

სტატიის გამოყენების პირობები