ახალი ამბები
ავარია გორში მტკვრის ხიდთან
ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულთაგან ერთი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანარჩენებს გადაყვანა არ დაჭირდათ - აცხადებენ ექიმები.

,,ოპელისა" და ,,ტოიტოტა ქამრის" მარკის მანქანები სტალინის გამზირზე ხიდის მიმართულებით მოძრაობდა. ,,ოპელის" მძღოლმა მოხვევა სცადა, მის უკან მიმავალი ,,ქამრი" კი, დაეჯახა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.









Print

სტატიის გამოყენების პირობები