ახალი ამბები
ჯარისკაცს მანქანის მოპარვა ედება ბრალად

 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2014 წლის 28 მაისს ქალაქ გორში გურამიშვილის ქუჩიდან გიორგი ტაბატაძის საკუთრებაში არსებული ოპელის მარკის ავტომანქანა სწორედ ვახტანგ მ-შვილმა მოიპარა. ,,მის მიერ ჩადენილი აღნიშნული ქურდობის ფაქტი იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ბრალდებული სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა" - განაცხადა ია მეფარიშვილმა.

 

,,ჩადენილი ქურდობით მან მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა დაზარალებულ გიორგი ტაბაძეს" - დასძინა პროკურორმა.

 

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით ჩატარდა, რაც ქურდობას მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით და წინასწარი შეთანხემებით ჯგუფის მიერ ჩადენილს გულისხმობს.

 

ბრალდებულის ადვოკატის თქმის, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ 22 წლის ბიჭს მამა ადრე დაეღუპა,  დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ,,რაც შეეხება მის პიროვნებას, ყველა, ვინც იცნობს, დადებითად ახასიათებს" - განაცხადა ადვოკატმა. ბრალდებულის შესახებ დახასიათებას სასამართლოს თავჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილიც გაეცნო.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები