ახალი ამბები
გორის სადგურის დასახლებაში სკვერთან ავარია მოხდა
დღეს, ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლები მსუბუქად დაშავდნენ.

ავარია კეცხოველისა და სამადაშვილების ქუჩების კვეთაზე მოხდა. შეჯახებისას წითელი ფერის მანქანა ტროტუარზე აღმოჩნდა.

გზაჯვარედინზე მინისტადიონი და სკვერი მდებარეობს.

გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ. მსუბუქად დაშავებულები საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები