ახალი ამბები
ცხინვალში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიებების გამართვა დაიწყო
დღეს, ცხინვალის ცენტრში, თეატრის ეზოში ახალი ნაძვის ხე დადგეს. ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიებები ვლადიკავკაზიდან ჩასულმა, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა გამართეს.

თოვლის პაპის გამოჩენამდე ვლადიკავკაზელი და ცხინვალელი ბავშვები ნაძვის გარშემო ცეკვავდნენ და მღეროდნენ. შემდეგ კი, ოვაციებით 27 თოვლის პაპას, ფიფქიასა და ზღაპრის გმირებს შეხვდნენ.

თეატრის ეზოში გამართული წარმოდგენის შემდეგ კინოდარბაზში ბავშვებისთვის კონცერტი გაიმართა. თოვლის პაპამ და ფიფქიამ, ზღაპრის გმირებთან ერთად, ტკბილეული და საჩუქრები დაურიგა.











Print

სტატიის გამოყენების პირობები