ახალი ამბები
გორის დემოკრატიის სკოლაში გერმანიაში სტაჟირების პროგრამა გააცნეს
გორის დემოკრატიის სკოლაში, გერმანიაში 2-თვიანი სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება 23-45 წლამდე ასაკის დაიტერესებულ პირებს შეუძლიათ. პროგრამის პრეზენტაცია ზურა მირზიკაშვილმა გააკეთა. ის 2017 წლის პროგრამის მონაწილეა საქართველოდან.

შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორია გაეცნო სააპლიკაციო მოთხოვნებს, საჭირო დოკუმენტაციას, თუ როგორ შეავსონ აპლიკაცია, რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ და ა.შ.  პროგრამა სრულად ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Federal Foreign Office) მიერ.

რაც მოიცავს:

- მოგზაურიბის ხარჯებს
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საქალაქო სატრანსპორტო ხარჯებს
- ყოველთვიურ გრანტს (550 ევრო)

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 იანვარი. პროგრამას ანხორციელებს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი და განკუთვნილია ახალგაზრდა პროფესიონალების და ლიდერებისთვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან შემდეგ სფეროებში:

- ადამიანის უფლებები, მიგრაცია და მიგრანტები
- პოლიტიკური განათლება და ახალგაზრდებს ჩართულობა
- სოციოლოგია, ინტერკულტურული დიალოგი, მედიაცია და შერიგება
- მედია

დამატებითი ინფორმაციის ეწვიეთ ვებ-გვერდს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები