ახალი ამბები
,,მის კასპი" მეტეხელი ანი კალატოზიშვილი გახდა
კასპის კულტურის ცენტრში სამოდელო სტუდია „ფავორიტი“-ს ინიციატივით სილამაზის კონკურსი ,,მის კასპი 2017’’ გაიმართა. კონკურსში მონაწილე 26 კონკურსანტიდან საუკეთესოები ჟიურიმ 2 ნომინაციაში გამოავლინა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მერიის კულტურის სამსახურიდან აცნობეს.

ნომინაცია ,,მის კასპი 2017’’ 16 წლის ანი კალატოზიშვილი(მეტეხი) გახდა,  ნომინაცია ,, ვიცე მის კასპი’’- ს ტიტული 15 წლის ლიზი მარიდაშვილს (კასპი) ერგო.

ღონისძიებას ქორეოგრაფიული ნომრებით აფორმებდნენ მეგა პროექტ ,,ნიჭიერის’’ ფინალისტები ჯგუფი ,,წეროები’’.

ჟიურის წევრები:

ნანა მერებაშვილი-გაზეთ ,,განთიადი’’-ს რედაქტორი; მაკა დათაშვილი-დ. მამულაშვილის სახ. ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,რკონი’’ -ს ხელმძღვანელი; ლევან თაბუაშვილი-კასპის საკრებულოს სპეციალისტი; მამუკა პაპაშვილი-კასპის კულტურის გაერთიანების სპეციალისტი; ეკა ჯაბაური-კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განთლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპეციალისტი;

“მის კასპი 2017”-ის პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ: კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი; კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ლეონიძე; კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ქ-ნი თეა ხორბალაძე; კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის გაერთიანების დირექტორი მიხეილ ქოსაშვილი;

კონკურსს სპონსორობა გაუწია მაღაზია ,,კოდაკმა’’ მფლობელი - მამუკა ყაზარაშვილი და კასპის ელექტროქარხანამ-დირექტორი კობა მოსიაშვილი, რომლებმაც ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს კონკურსში გამარჯვებულები.

საღამოს უძღვებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების სპეციალისტი ნათია ზერეკიძე და კასპის მინიციპალიტეტის კულტურის გაერთიანების სპეციალისტი, საქართველოს სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ასოციაციის მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის კურატორი, ნიჭიერის ფინალისტი და ჯგუფი „წეროები“-ს ხელმძღვანელი გიორგი მჭედლიშვილი;







Print

სტატიის გამოყენების პირობები