ახალი ამბები
დღეს გორში დევნილები ახალ ბინებს მიიღებენ
გორში, დღეს, კომბინატის დასახლებაში, საქართველოს პრემიერი და დევნილთა მინისტრი დევნილებს ბინებს გადასცემენ. 

შეხვედრა 13 საათზე დაიწყება, ახალი კორპუსები ანწუხელის ქუჩაზე მდებარეობს.

8 კორპუსი დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გორში, 445 დევნილისთვის ააშენა..

ათსართულიან კორპუსებში 160 ერთოთახიანი, 240 ოროთახიანი და 45 სამოთახიანი ბინააა. ისინი კენჭისყრის პრინციპით გაანაწილეს.

ბინების აშენების დროს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პირობები გაითვალისწინეს და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები