ახალი ამბები
გორში 3-დღიანი საახალწლო ბაზრობა გაიმართება
28, 29, 30 დეკემბერს სტალინის გამზირზე არსებულ სკვერში, შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობა გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამივე დღეს, სხვადასხვა კომპანიები, მაგალითად, ,,კაფე 22@, ,,კულა@ და ა.შ. საკუთარ პროდუქციას გაიტანენ. 

18:30 საათიდან სკვერში შეკრებილი მოსახლეობას განწყობაზე ანსამბლები „გორი“ (28 დეკემბ.), „იბერია“ (29 დეკემბ.) და ადგილობრივი შემსრულებლები (30 დეკემბ.) იზრუნებენ.

30 დეკემბერს, ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნას გასართობ ცენტრ „დისნეის“ ანიმატორები შეეცდებიან.

გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს საახალწლოდ მორთული სატრანსპორტო საშუალებაც იმოძრავებს და მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები