ახალი ამბები
,,სპორტული გორი - 2017" - დღეს თეატრის დარბაზში წლის სპორტსმენებს დაასახელებენ
დღეს, 18 საათზე, გორის თეატრის დარბაზში ,,სპორტული გორი 2017"-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სპორტული სკოლების გაერთიანებიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დასახელდება სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო სპორტსმენები. დაჯილდოვდებიან ასევე ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებმაც გორის სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამშეს.

წლის შემაჯამებელი ცერემონია გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად ტარდება.

,,გორელი სპორტსმენების და გუნდებისთვის 2017 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, როგორც შიდა ისე საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული იყო არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება." - აღნიშნავს სპორტული სკოლების გაერთიანების წარმომადგენელი ვასილ ბალახაძე.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, სამინისტროების და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, აგრეთვე სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციათა წარმომადგენლები. 

დაასახელებენ შემდეგ ნომინაციაში:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი,
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა
წლის საუკეთესო არაოლიმპიელი სპორტსმენი
წლის საუკეთესო მსაჯი
წლის საუკეთესო სპორტული შეჯიბრების ორგანიზატორი
წლის საუკეთესო დარბაზი
წლის საუკეთესო მოთამაშე მწვრთნელი 
წლის საუკეთესო გუნდი
წლის საუკეთესო მწვრთნელი
წლის სპორტსმენები – ხუთეული.
2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი.

შეხვედრის კულმინაცია  ხუთეულისა და წლის სპორტსმენის დასახელება იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები