ახალი ამბები
გორის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ორმაგი და სამმაგი ოდენობის თანხა აქვს გადასახდელი
ხვალ, ,,საქგორგაზის" შენობასთან, რომელიც ,,სოკარის" შვილობილი კომპანიაა, გორის მოსახლეობა აქციის გამართვას აპირებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივი მომხმარებლები წერენ.

გაზმომარაგების კომპანიიდან მისული შეტყობინების მიხედვით, თითოეულ ოჯახს, გასულ თვესთან შედარებით, გაორმაგებული თანხა დაერიცხა.

,,სემეკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ თითო კბ.მ გაზის მოხმარების საფასურია 0,57 ლარი.

,,იყო 170 ლარი, ახლა მომივიდა 340 ლარი; იყო 87 ლარი, ახლა მომივიდა 320 ლარი; წინა თვეს 41 ლარი იყო; ახლა - 140 ლარია; მომივიდა - 520 ლარი; და ა.შ." - წერენ მომხმარებლები.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ მრიცხველების ჩვენება არარეალურია.

,,სოკარგაზის" ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ გორიდან ბევრი ზარი შედის, საიდანაც მხოლოდ ერთი აბონენტის მონაცემები აღმოჩნდა შეცდომით დარიცხული:

,,ამ შემთხვევაში, მოსახლეობამ უნდა შეამოწმოს საკუთარი მრიცხველი, გადაკეტონ სისტემა და ნახონ, ხომ არ ტრიალებს მრიცხველი, სხვა მხრივ შეცდომა არ გვაქვს" - გვითხრეს ცხელ ხაზზე.

სავარაუდოდ, დავაში ენერგოომბუდსმენიც ჩაერევა.

მარეგულირებელი კომისიაში, მოქალაქეებიდან შესულ საჩივრებზე, 2017 წლის დეკემბერში რამდენიმე სხდომა ჩატარდა.

მაგალითად, 8 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს 148 662 ლარზე მეტი ჩამოაწერეს. 15 დეკემბრის სხდომაზე კი, - 2 მლნ 400 000 ლარი.

ენერგოომბუდსმენის (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის) ოფისი თბილისში მდებარეობს. მიცკევიჩის ქ. 19; ტელ: (+995 322) 2 42 01 90

ასულ 2016 წელს, ,,საქგორგაზის" წინააღმდეგ, ენერგოომბუდსმენს სულ 13-მა მომხმარებელმა მიმართა.


 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები