ახალი ამბები
სოფელ ავლევის მკვიდრი ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მკვიდრი, 64-წლის ზურაბ ღლონი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ დღეს გაათავისუფლა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა ნოდარ კოკოლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თანასოფლელი საქონელს აძოვებდა.

,,საქონელი უნდა გამოერეკა და მაგ დროს დაუკავებიათ. მას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებიც შეხვდნენ," - ამბობს ნოდარ კოკოლაშვილი.

ცხინვალის მედიის ცნობით, ზურაბ ჟღენტი 28 დეკემბერს, სოფელ იონჩაში დააკავეს. იონჩა ზნაურის (ყორნისის) რაიონს ეკუთვნის, რომელსაც დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა აკონტროლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები