ახალი ამბები
საახალწლო ნასუფრალი ,,გორიგაზის" ოფისში (PHOTO)
29 დეკემბერს, ,,გორიგაზის" ოფისში საახალწლო სუფრა გაშალეს. ნასუფრალი დღეს 30 დეკემბერს დილით აბონენტებს ამ მდგომარეობაში დახვდათ.

გუშინ მოსახლეობას გახარჯულ ბუნებრივი აირის თაობაზე ,,სმს"-ები გაუგზავნეს. ამ მონაცემების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, თანხები გაორმაგებული და გასამმაგებულია.

ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკითხით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდა. მოსახლეობის განცხადებებს ინდივიდუალურად შეისწავლის.

გაზმომარაგების კომპანიიდან მისული შეტყობინების მიხედვით, თითოეულ ოჯახს, გასულ თვესთან შედარებით, გაორმაგებული თანხა დაერიცხა.

,,სემეკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ თითო კბ.მ გაზის მოხმარების საფასურია 0,57 ლარი.

,,იყო 170 ლარი, ახლა მომივიდა 340 ლარი; იყო 87 ლარი, ახლა მომივიდა 320 ლარი; წინა თვეს 41 ლარი იყო; ახლა - 140 ლარია; მომივიდა - 520 ლარი; და ა.შ." - წერენ მომხმარებლები.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ მრიცხველების ჩვენება არარეალურია.

,,სოკარგაზის" ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ გორიდან ბევრი ზარი შედის, საიდანაც მხოლოდ ერთი აბონენტის მონაცემები აღმოჩნდა შეცდომით დარიცხული:

,,ამ შემთხვევაში, მოსახლეობამ უნდა შეამოწმოს საკუთარი მრიცხველი, გადაკეტონ სისტემა და ნახონ, ხომ არ ტრიალებს მრიცხველი, სხვა მხრივ შეცდომა არ გვაქვს" - გვითხრეს ცხელ ხაზზე.















Print

სტატიის გამოყენების პირობები