ახალი ამბები
გორის სტუდია ,,იბერიას" წევრებმა შემაჯამებელი საახალწლო კონცერტი გამართეს
გორის თეატრის დარბაზში ,,იბერიამ" მასშტაბური, შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. სასცენო და საშემსრულებლო დეკორაციებმა მოლოდინს გადააჭარბა.

,,იბერიას" წევრებმა ვოკალურ-ინსტრუმენტული კონცერტის პარალელურად წარადგინეს ქართული ცეკვები, ერთმანეთს ენაცვლებოდა ბალეტი, ჰიპ-ჰოპი, ხალხური ცეკვები.

იბერია - თანამედროვე და კეთილმოწყობილი მულტიფუნქციური სტუდია, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორის ცენტრში. სტუდიაში ჩვიდმეტი სახელოვნებო მიმართულებაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები