ვარიანის მეურნეობაში სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს
21:38 / 30.12.2017
ბებიას, რომელიც სამ შვილიშვილს, დედისა და მამის გარეშე, ზრდის,
საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები ესტუმრნენ. საახალწლოდ საჩუქრები
ვარიანის მეურნეობაში მიიტანეს.
49-წლის მარინე თულოშვილის დასახმარებლად აქცია სოციალური ქსელის
მეშვეობით დაიგეგმა. მის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა დამცველმა ირმა
მთიულიშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ნინო გიგაური ამბობს, რომ ოჯახის ისტორიას და მდგომარეობას უამრავი
ადამიანი გამოეხმაურა, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის
მასშტაბით. ,,ეს ახალი წელი მათთვის ნამდვილად განსხვავებულია.
ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მდგომარეობა" - აცხადებს აქციის
ორგანიზატორი.
მარინე თულოშვილი ყოფილი მეურნეობის შენობაში ცხოვრობს. ეს ფართი
10-წლის წინ დაიკავა. ამ ხნის განმავლობაში, იატაკზე ფიცრის დაგება
ვერ შეძლო. სოციალურ დახმარებას იღებს. შვილიშვილებს კი, სოციალური
მუშაკები აქცევენ ყურადღებას.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბავშვების მშობლები 4 თვეზე მეტია არ
გამოჩენილან.
სტატიის გამოყენების პირობები