ახალი ამბები
საახალწლო დღეებზე ,,საქართველოს რკინიგზაში" დამატებითი რეისები დანიშნეს
სს „საქართველოს რკინიგზამ“ შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით,  2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლები დანიშნა.

ეს გადაწყვეტილება მოთხოვნად მიმართულებებზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მიიღეს.

დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT).

ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული ნაკადის მატებასა და მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია ,,შტადლერის" ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

Print

სტატიის გამოყენების პირობები