ახალი ამბები
,,გორმედის" ექიმები საახალწლოდ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
გასული საახალწლო დღეების გათვალისწინებით და გამოცდილებით, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებით, პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევების დროს. ამის თაობაზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებაში ღამის 12 საათის შემდეგ, მიმართვიანობა გაზრდილი იყო.

ქირურგ დავით გასიტაშვილის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებისას შარშან მოზარდმა თვალიც კი, დაკარგა. ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უხარისხო პიროტექნიკა დროულად არ ამოქმედდა, ბავშვმა კი, - თვალთან ახლოს მიიტანა.

ადგილი ჰქონდა ასევე დამწვრობებს, რისთვისაც მოსახლეობის უმრავლესობა ექიმის მისვლამდე, არარეკომენდირებულ მეთოდებს მიმართავს. 

ოჯახის ექიმი ნინო ეძგვერაძე თვლის, რომ სადღესასწაულო დღეებში, ხშირია, ჭარბი საკვებით და ალკოჰოლური სასმელების მიღების შედეგად, მიღებული დაავადებების შემთხვევები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები