ახალი ამბები
Qartli.ge-ს საახალწლო ვიდეო
2017 წლის განმავლობაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 3007 მასალა, როგორც ტექსტური, ასევე, მულტიმედიური მასალა გამოაქვეყნა. ამათგან, უმრავლესობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების შესახებ მომზადდა.

მასალები ქვეყნდებოდა ძირითადად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე, რომლის უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა წლის განმავლობაში 437 536-ს შეადგინა, გასულ წელს კი, 305 020 იყო ვებ-გვერდი 1 მლნ 710 238-ჯერ გაიხსნა.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალები მთლიანად შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ეხება. საიტს გააჩნია ფეისბუქის ოფიციალური გვერდი. თუკი, წლის დასაწყისში ფეისბუქის გვერდს 9 027 გამომწერი ჰყავდა, ამჯერად, გამომწერების რაოდენობა 15 141.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები