ახალი ამბები
ახალ წელს გორის სამშობიარო სახლებში 2 ბავშვი დაიბადა
2018 წლის 1 იანვარს, გორის სამშობიარო საავადმყოფოებში 2 ბავშვი დაიბადა, ერთი კლინიკა ,,იავნანაში“, მეორე - ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში.

მესამე ბავშვი კი, - ახალი წლის მოსვლას არ დაელოდა და ,,იავნანაში" 31 დეკემბერს დაიბადა.

რაც შეეხება გასულ 2017 წელს, ერთი წლის წინ, 2017 წლის 1 იანვარს გორის სამშობიარო სახლებში ოთხი ბავშვი, სამი გოგონა და ერთი ვაჟი დაიბადა. 2016 წლის პირველ იანვარს კი, ,,იავნანაში" ერთი ვაჟი, ხოლო გოგიაშვილის კლინიკაში, ასევე, ერთი ვაჟი დაიბადა.

რაც შეეხება 2018 წლის 1 იანვარს დაბადებულებს:



1. ანა ყულიჯანაშვილმა წონით ყველას აჯობა, ის 4 კგ 500 გრ დაიბადა. 0,51 სმ. მისი მშობლები გორში ცხოვრობენ.







2. შოთიკო არუთუნიანი 3 კგ 500 გრ დაიბადა. 0,50 სმ. ისიც გორელია. მშობლებისთვის მეორე ბავშვია.








3. გაბრიელ არჩუაძე, რომელიც 31 დეკემბერს დაიბადა, წონით 2 კგ 700 გრამია. 0,49 სმ. მშობლებისთვის მესამე შვილია.






Print

სტატიის გამოყენების პირობები