ახალი ამბები
,,განავითარე შენი სოფელი" - მცირე საგრანტო კონკურსი

 

კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ყველა დაინტერესებულ პირს და საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს პროექტი, რომელიც სოფლის კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.



პირველ ეტაპზე გადარჩევა სოციალური ქსელის გამოყენებით მოხდება. აპლიკანტებიკომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ატვირთავენ პროექტის პრეზენტაციებს დანართებითურთ. მოწონებების მიხედვით გადარჩეული იქნება შემოსული პროექტების 50%. გადარჩეულ პროექტებს უკვე ექსპერტების კომისია შეაფასებს და გამოავლენს საუკეთესოს.



გამარჯვებულ პროექტს კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დააფინანსებს 1500 ლარით. საკონტაქტო ინფორმაცია: email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; mobil: +995 595 00 40 50


კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება კონკურსში მონაწილეობის მსურველებს  დაეხმარება პროექტის მომზადებაში და სთავაზობს 5 კვირიან ონლაინ ტრენინგს პროექტის შემუშავების შესახებ. მონაწილეები ტრენინგის მიმდინარეობისას უშუალოდ საკუთარ პროექტზე იმუშავებენ.

 

ტრენინგი მოიცავს პრობლემების ანალიზის, მიზნის იდენტიფიცირების, გადაწყვეტის დაგეგმვის, აქტივობებისა და რესურსების დაანგარიშების, ბიუჯეტირების და სხვა თემებს. ყოველი მომდევნო თემა ხელმისაწვდომი ხდება მითითებულ დროს.  

 

საგრანტო კონკურსის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა,  კრეატიული ადამიანებისა და ორგანიზაციების პოტენციალის გამოვლენა, კონკრეტული სოფლისთვის სასარგებლო იდეის  პროექტად ჩამოყალიბებისა და განხორციელების მხარდაჭერის გზით.

 
საგრანტო კონკურსის ამოცანებია:
  • აქტიური და მოტივირებული  ადამიანებისა და ორგანიზაციების აღმოჩენა და მოზიდვა სამომავლო პარტნიორებად
  • აქტიური და მოტივირებული ადამიანებისათვის და ორგანიზაციებისათვის განვითარების შესაძლებლობის შექმნა
  • საუკეთესო პროექტის გამოვლენა და მისი განხორციელების მხარდაჭერა
  • მიღებული შედეგების და გამოცდილების გაზიარება 

პირველი ეტაპი — საკონკურსო პროექტების მომზადება  (29 სექტემბერი - 2 ნოემბერი, 2014)


მცირე საგრანტო კონკურსის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება წვდომა ონლაინ ტრენინგზე. კურსის მიზანია დაეხმაროს მონაწილეობის მსურველებს პროექტების მომზადებაში. 

 

ტრენინგის მონაწილეები თავიდანვე მუშაობენ საკუთარ კონკრეტულ პროექტზე და შესაბამისად, დასრულებისას უკვე მზად აქვთ წარმოსადგენი მასალა.  

 

მეორე ეტაპი - საჯარო შეფასება  (2-16 ნოემბერი, 2014)
 

ეს ეტაპი გულისხმობს პროექტების ატვირთვას Facebook-ის სპეციალურ აპლიკაციაში, რომელიც კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ოფიციალურ გვერდზე იქნება განთავსებული და ფართო საზოგადოების ჩართვას პროექტების შუალედურ შეფასებაში.  
მოწონებების (Like) რაოდენობის მიხედვით შუალედურად არჩეული იქნება შემოსული პროექტების 50%. 
 
 
მესამე ეტაპი — საკონკურსო პროექტების ექსპერტული შეფასება (17-23 ნოემბერი, 2014)
 
საჯარო შეფასების შემდეგ გამოვლენილ პროექტებს შეაფასებს ექსპერტების კომისია საუკეთესოს გამოვლენის მიზნით. 
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook-ის გვერდზე 24 ნოემბერს
 
 
მეოთხე ეტაპი — დაფინანსების გადაცემა (1-5 დეკემბერი, 2014)

კონკურსის დასრულების შემდეგ ერთი კვირის ვადაში გამარჯვებულ პირთან ან ორგანიზაციასთან გაფორმდება ხელშეკრულება და გადაეცემა დაფინანსება.
 
 
მეხუთე ეტაპი — პროექტების განხორციელება (იანვარი-მარტი, 2015)

გრანტის მფლობელი ვალდებულია პროექტი განახორციელოს არაუგვიანეს 2015 წლის მარტისა. პროექტის დასრულების შემდეგ, გრანტის მფლობელი წარადგენს საბოლოო ანგარიშს, კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება კი ახდენს პროექტის შეფასებას. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები