ახალი ამბები
გორში კვერნაკის დასახლებაში ელექტრენერგია ფიდერის დაზიანების გამო შეწყდა
გორის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. ფიდერის დაზიანების გამო, დენის გარეშე, კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები დარჩნენ.

,,ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ დაზიანების ადგილზე სამუშაო ჯგუფი გასულია.

,,შესაბამისი სპეციალისტები უკვე მუშაობენ. შეამოწმებენ და შეეცდებიან ჩართვას. თუ კვლავ სისტემა გამოირთო, მაშინ უკვე სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება," - აცხადებენ კომპანიაში.

ფიდერი - ეს არის მკვებავი ხაზი, რომელიც გადის ელექტროსადგურიდან. ავარიის მიზეზად ქარი სახელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები