ახალი ამბები
,,საქგორგაზთან" აქცია დაიწყო
ამ წუთებში კომპანია ,,საქგორგაზთან" აქცია დაიწყო. საპროტესტო გამოსვლა სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

მოქალაქეები იმ გადასახადს აპროტესტებენ, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერს კომპანიამ თითოეულ ოჯახს დააკისრა. კომპანია ,,საქგორგაზი" არის ,,სოკარჯორჯია გაზის" შვილობივილი კომპანია.

,,სოკარი ჯორჯია პეტროელუმი გორის მოსახლეობას უსამართლოდ აწერს დავალიანებას. ძირითად ნაწილს მოუვიდა გაუმართლებლად დიდი გადასახადი! ამას არ მოვითმენთ! ჩვენ არ გადავიხდით არარეალურ გადასახადს! მოვითხოვთ გამჭვირვალობას და პასუხს ყველა კითხვაზე! მოვითხოვთ ზედმეტად დარიცხული თანხების ჩამოწერას! მოვითხოვთ შეგვატყობინონ ძველი და ახალი ჩვენება! 11 თეთრით გაზრდილ ტარიფს მოვითმენთ" - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ ,,საქგორგაზის" წარმომადგენლები გორის მერს, მაჟორიტარ პარლამენტარს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. დირექტორმა კომპანიის ბრალეულობა კატეგორიულად უარყო. მან წინა, ნოემბრის თვის მონაცემების მაგივრად, გასული თვის დეკემბრის მონაცემები მოიყვანა შედარებისთვის, როდესაც ერთი კბ.მ ბუნებრივი აირი 0,46 თეთრი ღირდა. ამჟამად, (2017 წლის ზაფხულიდან) საფასური 0, 57 ლარია.

,,მათ მერთან საუბარში აღნიშნეს, რომ მზად არიან თითოეულ მოქალაქეს პესონალურად განუმარტონ დარიცხული გადასახადის რაოდენობის მიზეზები. მათივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით კომპანია უახლოეს დღეებში გეგმავს მედია საშუალებებით საზოგადოების ინფორმირებას." - აცხადებს მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ენერგოომბუდსმენს, სალომე ვარდიაშვილი 5 იანვარს, 12 საათზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის. სტალინის ქ. 7) მოსახლეობას შეხვდება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგნლის ცნობით, შეხვედრა გაიმართება აგრეთვე სემეკისა და Socar გაზის წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის საეჭვოდ გაზრდილ გადასახდთან დაკავშირებით.





Print

სტატიის გამოყენების პირობები