ახალი ამბები
Qartli.ge-ს ჟურნალისტი აშშ-ში მედია განათლების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს
აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების დაფინანსებით სან ხოსეს სახელმწიფო უნვერსიტეტში (SJSU) ჟურნალისტები მედია გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ.

კალიფორნიის სან ხოსეს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების სკოლა, რომლის დევიზია „სწავლა კეთებით“, საქართველოდან შერჩეულ ჟურნალისტებს მასპინძლობს.

სილიკონ ველის მედია ორგანიზაციებში ვიზიტი მოიცავს პრაქტიკულ ტრენინგებს და ჟურნალისტებისთვის უახლესი ინტერნეტ აპლიკაციების გაცნობას. აშშ-ის მედია ცენტრებში დაგეგმილი ინტენსიური პროფესული ტური საშუალებას აძლევს ჟურნალისტებს საქართველოდან აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. ვიზიტის ფარგლებში ,,Google" და ,,facebook"-ის ოფისებსაც ეწვევიან.

სპეციალური მედია ტურები და ტრენინგები იმართება ორ ნაკადად. თითოეულ ნაკადში წარმოდგენილია 10 ჟურნალისტი. პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის, qartli.ge-ს ჟურნალისტი თათია გოლოშვილი.

პროგრამაში მონაწილეობს ბეჭდური, ელექტრონული და ონლაინ მედიაორგანიზაციებში დასაქმებულ ჟურნალისტები, რედაქტორები და პროდიუსერები. აპლიკანტებს პროფესიულ საქმიანობაში მულტიმედია პრაქტიკის გამოყენების უნარი უნდა გაემოევლინათ.

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები