ახალი ამბები
გორის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში გორის ცენტრში სოკარის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები დეკემბრის თვეში გახარჯული ბუნებრივი აირის საფასურის ოდენობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, დარიცხული თანხები არარეალური და გაბერილი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები რეაგირებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები შემდეგ მოთხოვნეს დააყენებენ:

1. დაიწყოს გამოძიება და გავლილ იქნას ყველა სამართლებრივი პროცესი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს არა ერთეული ადამიანების შემთხვევებით, არამედ მან მიიღოს კოლექტიური გამოძიების სახე.

2. დადგენილია გაზის ხარისხის სტანდარტი, არსებობს ამ სტანდარტის მაკონტროლებელი ორგანო. მათ ჩვენ უნდა გვითხრან რა კალორიულობისა და რამდენად ხარისხიანი გაზი მოგვეწოდებოდა და მოგვეწოდება.

3. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაგვაბაროს ანგარიში. რას აკეთებენ? ვის მიმართეს? რა გზებს გვთავაზობენ და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მათი გააზრებული, ქმედითი, დამხმარე ნაბიჯები და არა ემოციური საუბარი.

4. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ პატივი სცენ სამოქალაქო პროტესტს და ნუ გამოვლენ პარტიული ინტერესებითა და ლოზუნგებით.
პროტესტი უნდა იყოს აბსოლიტურად თავისუფალი პარტიული შაბლონებისგან.

5. დადგინდეს რამდენად სამართლიანად დაანგარიშდა გადასახადი. გვაჩვენონ ამა წლის წინა თვეებისა და წინა წლების იგივე თვესთან შედარებული მონაცემები.

ისინი ასევე კატეგორიულად მოითხოვენ: ,,არცერთ მოქალაქეს შეუწყდეს გაზის მიწოდება. დროებით შეწყდეს დავალიანების დაფარვა, იქამდე სანამ ზედმეტი თანხები არ ჩამოიწერება. დასრულდეს ყველა პროცესი, გაცხადდეს ყველაფერი და ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი გადასახადზე."



Print

სტატიის გამოყენების პირობები