ახალი ამბები
სასამართლოს წინ მწოლიარე მამაკაცი სახლში ვერ მიჰყავთ
მამაკაცი, რომელიც დღეს დილიდან გორის სასამართლოს შენობის წინ წევს, სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშაა. ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადის წევრებმა განაცხადეს.

მათი თქმით, მოქალაქეს საავადმყოფოში ვერ გადაიყვანენ, რადგან დაზიანებები არ აღენიშნება. კლინიკა მარკოს ხელმძღვანელმა ირმა მთიულიშვილმა პატრულიც გამოიძახა.

პოლიციამ პიროვნების იდენტიფიცირება შეძლო. აღნიშნეს, რომ მამაკაცი გორის მოქალაქეა და სახლში მწოლიარე დედა ჰყავს. იგი არც პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს.

,,ერთადერთი რაც შევძელი დასაფარებელი გამოვუტანე, რომ არ შესცივდეს. " - აღნიშნავს ირმა მთიულიშვილი და შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები