ახალი ამბები
ცხინვალში არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე 22-წლის მამაკაცი დააკავეს
ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას მკვიდრი, 22-წლის მამაკაცი, რობერტ ქისიევი არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ცხინვალის მედია იუწყება.

ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, ამ ფაქტს, წინ დედის, ლეილა კობალაძის სიკვდილი უძღოდა. ლეილა კობალაძე ცხინვალის საავადმყოფოში 2 იანვარს მოათავსეს, თუმცა, ექიმების ცნობით, ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთქვამს.

ოთხი შვილის დედა 3 იანვარს გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა და ორივე ფილტვის შეშუპა გახდა. 2 იანვრის სამედიცინო ისტორიის ცნობით, მას მაღალი არტერიული წნევა და ტემპერატურა აწუხებდა. 

სხვა დეტალები ადგილობრივი მედიისთვის უცნობია. ოთხი შვილიდან სამი - მამის მშობლებთან იზრდება, ერთი კი, - წლინახევრის შვილი ახალგორის ბავშვთა სახლში გაგზავნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები