ახალი ამბები
გორის ცენტრალურ მოედანზე ბავარიული მუსიკის კონცერტი გაიმართება



გორში ახალგაზრდა მუსიკოსები 4 ოქტომბერს 13 საათზე ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანზე დაუკრავენ.


”Grenzjaga” არის ახალგაზრდული სასულე სეპტეტი ბავარიიდან, რომლის უჩვეულო სახელიც (ლიტერატურულ გერმანულში - Grenzäger) ორი გერმანული რეგიონის - ვიორთისა და გაიზელჰიორინგის ქიშპობის ისტორიიდან წარმოიქმნა. მაგრამ, რადგან ცნობილია, რომ მუსიკა აერთიანებს, ამ ორი რეგიონის მუსიკოსები გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს ”Grenzjaga”.


ახალგაზრდა ტალანტები უკვე დაახლოებით სამი წელია აწყობენ კონცერტებს ბავარიაში და ახლა ახალი მაყურებლის წინაშე გამოსვლა სურთ. ისინი დაუკრავენ თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ Oktoberfest-ზე. გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით მუსიკოსები თავიანთ ინსტრუმენტებს ასევე რუსთავსა და გორში ააჟღერებენ.



სეპტეტის მუსიკალური სპექტრი მრავალფეროვანია და მოიცავს მაგალითად ბავარიულ სასულე მუსიკას და ჩეხურ პოლკას.

 

30.09.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები