ახალი ამბები
,,რაც მე ჩამოვედი გორში, 1200 ადამიანი დავაჯარიმე გაზის ქურდობაზე"
,,საქგორგაზის" დირექტორი გოგი გრიგალაშვილი ამბობს, რომ გორში ბუნებრივი აირის ქურდებს ებრძვის. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთ წელიწადში, ,,საქგორგაზის" მიერ 1200 ადამიანი (კერძო თუ იურიდიული პირები - რედ) დააჯარიმა. ეს მისი მმართველობის პერიოდია.

,,თქვენ იცით, მე რას ვაკეთებ?" - ამბობს გოგი გრიგალაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ დეკემბრის თვის გადასახადებს, სწორედ, მის მიერ გამწარებული ხალხი აპროტესტებს.

გორში ერთი კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დეკემბრის თვეში გახარჯული ბუნებრივი აირის საფასურის ოდენობა მკვეთრად აღემატება ნოემბრის მონაცემებს.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს მარეგულირებელი კომისია სწავლობს, სადაც, ამ ეტაპზე, მოსახლეობისგან ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურ განცხადებები რეგისტრირდება განსახილველად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები