ახალი ამბები
ბავშვები, რომლებიც გორის მერიამ პრეზიდენტის ნაძვის ხეზე წაიყვანა
გორის მერიამ პრეზიდენტის ნაძვის ხეზე შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ბავშვები, პრეზიდენტის მიწვევით, წაიყვანა. ამის თაობაზე, 50 მოსაწვევი მერიამ გიორგი მარგველაშვილის უწყებიდან მიიღო.

მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის განცხადებით, ,,ნაძვის ხეზე" იმაზე მეტი ბავშვი წაიყვანეს, ვიდრე ეს მოსაწვევებით იყო გათვალისწინებული. 

მტკიცებულების სახით, მერიამ ბავშვების სია მოგვაწოდა. სიაში 64 ადამიანია შეყვანილი. აქედან, არ გამოცხადდა 7, ხოლო ოთხი მათგანი პედაგოგი და სამი მშობელია.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციაში ის ფოტოები მოიპოვეს, რომლითაც საახალწლო ნაძვის ხეზე გორის მერის მოადგილისა და კულტურის სამსახურის უფროსის ოჯახის წევრი ბავშვები ჩანან. ოპოზიცია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხე პირადი კომფორტისთვის გამოიყენეს.

ამის სანაცვლოდ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან სრული სია მიაწოდეს. ეს სიები გორის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის", ასევე, საზოგადოება ,,ბილიკის'' ბენეფიციარების მიხედვით შედგა.

,,ჩვენ სიები მოგვაწოდა ქალბატონ თინა ბრეგვაძის ორგანიზაციამ და საზოგადოება ბილიკის წარმომადგენლებმა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა და არაკომპეტენტური ადამიანების გავრცელებული ინფორმაცია ამ სიის მიხედვითაც დასტურდება რომ ტყუილია" - აცხადებს ეკატერინე სუხიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები