ახალი ამბები
სურამში წყლის ნაკადი სანიაღვრე არხებიდან სახლებში შედის
სურამში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან წყალს ტუმბავენ და მდინარე სურამულასკენ უშვებენ.

ამის მიზეზი გვერდისუბნიდან ჩამავალი წყლის მოჭარბებული რაოდენობა გახდა, რომელმაც სანიაღვრე არხები გაავსო.

პარალელურად, მდინარე სურამულაში წყლის რაოდენობაც მომატებულია.

ფოტოს სურამიდან ფეისბუქ მომხმარებელი ავრცელებს, რომელმაც დღეს საღამოს რუსთაველი-სარაჯიშვილის კუთხეში გადაიღო.

დატბორილია რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

მდინარე სურამულას კალაპოტიდან წყლის გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სურამში კვლავ გადაუღებლად წვიმს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები