საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 1987 წელს
დაბადებულ ოუმარ სიდიმეს დღეს საკუთარ ქვეყანაში იძულებით
გაამგზავრებენ.
იმის გამო, რომ დაკავების შემდეგ მოქალაქემ 10 დღის ვადაში საკუთარი
ნებით არ დატოვა საქართველო, იძულებით მის გამგზავრებას შს სამინისტრო
უზრუნველყოფს.
სტატიის გამოყენების პირობები