ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის კანდიდატურას კენჭი მეორედ უყარეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ,,ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატურა მეორედ ჩატარებულ კენჭისყრაზე აირჩიეს. პირველ კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, ამავე პარტიის მხრიდან 11 იყო წინააღმდეგი, ხოლო 3 ბიულეტენი გაბათილდა.

კობა ბერიანიძე სოფელ ბეშუეთის მაჟორიტარი წარმომადგენელია. ის წინა საკრებულოს წევრიც იყო და ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელს წარმოადგენდა.

ამჟამად, გორის საკრებულოში 40 წევრია. მმართველ პარტიას აღნიშნულ საკრებულოში 24 მაჟორიტარი და პარტიული სიით შერჩეული 8 წევრი, სულ 32 წარმომადგენელი ჰყავს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატს კობა ბერიანიძეს პირველი კენჭისყრის დროს ხმა 18-მა დეპტატმა მისცა, მეორე კენჭისყრაზე კი, - 30-მა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები