ახალი ამბები
ქვიშხეთთან სოფელ მონასტრამდე მისასვლელ გზას ასუფთავებენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერთან მისასვლელი გზა ნიაღვარმა დააზიანა. ამის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა მონასტერსა და ქვიშხეთს შორის, შეუძლებელი გახდა.

დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაცია ,,ხაშურსერვისის" თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები განაახლეს. ნიაღვარს ჩარეცხილი აქვს გზის სავალი ნაწილი და დაზიანებულია გადასასვლელი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის იანვრის თვეში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 000 ლარს მოუყარა თავი. დამატებითი თანხები კი, შესაძლოა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოს.

ორდღიანმა წვიმებმა მუნიციპალიტეტში სურამი და გომიც დატბორა. ზიანი მიადგა ხაშურის მოსახლეობას და სხვა სოფლებს. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის ოდენობას კვლავ აზუსტებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები