ახალი ამბები
ვარიანის შესასვლელში მანქანა ხეს დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანთან, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაშავებულია 24 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტს მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არაა. ,,შეინიშნება ტვინის შერყევა, სხვა სერიოზული დაზიანებები სახეზე არ გვაქვს," - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

პოლიციელების განცხადებით, მანქანას დაშავებული, გორიდან ვარიანის მიმართულებით, მართავდა. კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები გამოძიებას აწარმოებენ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები