ახალი ამბები
ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ გორის მერიაში აღარ დააბრუნეს 43 მოხელე
2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 12 იანვრამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმდა 212 პროფესიული საჯარო მოხელე, აქედან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან 78, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 134 პროფესიული საჯარო მოხელე.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქალაქის მერია და გორის მუნიციპალიტეტის თემი გაერთიანდა. ორივე მათგანში სულ დასაქმებული იყო 255 პროფესიული საჯარო მოხელე. იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნაც არ განხორცილდა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეადგინა - 43.

გორის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ცნობით, 2017 წლის 14 ნოემბრამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეთა რაოდენობა იყო 159 (ასორმოცდაცხრამეტი), ხოლო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 96 (ოთხმოცდატექვსმეტი).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები