ახალი ამბები
ორი კვირის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრის 14 შემთხვევა დაფიქსირდა
2018 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოავლინეს. აქედან აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე - 14.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 49 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა - 21 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 5 ფაქტი, , ქვემო ქართლის მასშტაბით - 19 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 26 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 412 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 14 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები