ახალი ამბები
ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ინდოეთში ,,პრო-ლიგას" საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობენ
ინდოეთის დედაქალაქ დელიში 1 კვირაა მიმდინარეობს ქვეყნის მორიგი საკლუბო ჩემპიონატი – პრო-ლიგა, რომელშიც ორი ქართველი ჭიდაობს.

ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა ლადო ხინჩეგაშვილის “არიანია ჰამერსმა”, ერთნაირი ანგარიშით – 5:2. თავად ოლიმპიურმა ჩემპიონმა 7:3 მოუგო ინდოელ შარვან შარვანს, მეორე შეხვედრაში კი მას არ უასპარეზია.

გენო პეტრიაშვილის “პანჯაპ როიალსმა” 3:4 (33:40) წააგო “უპ დანგალთან”. ქართველმა მძიმეწონოსანმა აზერბაიჯანელთა დაღესტნელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ ჯამალედდინ მაგომედოვს 4:3 აჯობა.

14 იანვარს კი პეტრიაშვილმა 3:0 დაამარცხა სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე, “პანჯაბ როიალსმა” კი “ვეერ მარათასს” 4:3 სძლია.

ინდოეთის პრო-ლიგას 4-4 ქულით სათავეში ხინჩეგაშვილის “არიანა ჰამერსი" და “დანგალი” უდგანან, პეტრიაშვილის “პანჯაპი” კი 2 ქულით მეოთხე ადგილზეა. დღეს, გორელი ფალავნების გუნდები ერთმანეთის პირისპირ იქნებიან.

წყარო: sportline.ge
Print

სტატიის გამოყენების პირობები