ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ამის შესახებ
ინფორმაციას ცხინვალის
მედია
ავრცელებს.
ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლების მტკიცებით, მას თანასოფლელმა
ესროლა.
მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილი კლუბის შენობაში მეორე სართულზე
იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცნობით, დუდაევს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.
მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების
ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების
შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დე-ფაქტო
რესპუბლიკას გადასცეს.
დღეს დილით დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყებოდა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო იარაღის ამოღების ღონისძიებები ტარდებოდა.
მარეკ დუდაევის
ყოფილი მეუღლე მკვლელობას შურისძიებას უკავშირებს
დუდაევის
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 32-წლის ვიაჩესლავ
კაზიევია
სტატიის გამოყენების პირობები